საკუთარი მოთხოვნების შესრულებას ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ისევ სოფელ გუმათთან ითხოვენ და დაშლას არ აპირებენ. რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ პროტესტის დაფინანსების მთავარი წყარო ემიგრანტები და უბრალო მოქალაქეები არიან, რასაც უახლოეს დღეებში გაასაჯაროებს. სანაცვლოდ კი იმავეს ითხოვს ამ ნარატივის ავტორებისგანაც. ვარლამ გოლეთიანის განცხადებას უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები.