დავა სამშობიარო სახლზე

27 მაისი 2021, 17:55 1330 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში  ,, სამშობიარო  სახლის’’  საქმეზე არსებითი განხილვა გაიმართა. დღევანდელ  სხდომაზე მეიჯარეების  სარჩელი  განიხილეს, იმ  ექიმების, რომლებიც სამშობიაროში მუშაობდნენ. სარჩელის მიხედვით,,, მრავალპროფილური სამშობიარო სახლის’’  დირექტორის, ჯუმბერ უნგიაძის გადაყენებას ითხოვენ, ასევე ქვემოიჯარესთან ხელშეკრულების გაუქმებასა და ზიანის ანაზღაურებას.  სხოდომაზე ითქვა, რომ   ბათუმის სამშობიარო სახლი  აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ 2013 წელს ,, ჩარკვიანის სალობის ბათუმის სამშობიარო სახლს’’ იჯარით გადასცა. ამის შემდეგ შემოიყავანეს პარტნიორი კომპანია და გაფორმდა ხელშეკრულება ქვემოიჯარესთან.  დღევანელ  პროცესზე მოსარჩელემ განმარტა, რომ  ქვემოიჯარემ არ შეასრულა ვალდებულებები , რის გამოც ითხოვენ მათი  სარჩელის დაკმაყოფილებას.     დღევანდელი პროცესის ბოლო ეტაპი საპაექრო სიტყვა იყო, თუმცა  ,, მრავალპროფილური სამშობიარო სახლის’’  იურისტის მოთხოვნით სხდომა გადაიდო.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში