ნამახვანჰესის საპროტესტო აქცია გრძელდება

27 მაისი 2021, 19:46 1121 ნახვა

მოძრაობა ”რიონის ხეობის გადარჩენისთვის”  წევრები კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობენ და პროტესტის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს ამის შესახებ გაცხადებული პოზიცია აქვთ. ემიჯნებიან სიმბოლიკებსა და პარტიულ დროშას. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების პროტესტის მოვლენათა ეპიცენტრი წუხელ ისევ სოფელ გუმათთან დაბრუნდა. დღეს ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია, თუმცა კეთდებოდა განცხადებები და ისმოდა შეფასებები პარლამენტიდან.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში