გლადიუსები აგრობიზნესში რისკების პასუხად

27 მაისი 2021, 19:49 1923 ნახვა

ძლიერი ფერმერი, ძლიერ სოფელს ნიშნავს - ასე ამბობენ და სჯერათ მაღალმთიან აჭარაში და აგრო-ბიზნესის მომგებიან საქმიანობაზე საუბრობენ. დღეს ყვავილების ბიზნესი ძალიან პოპულარულია დამწყებ ბიზნესმენებში. თუ გადაწყვეტთ ამ ტიპის საქმიანობას, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაეცნოთ მის სარისკო მახასიათებლებს, რომლეთა შორის მთავარი სეზონურობა და დღესასწაულებზე დამოკიდებულებაა. როგორც ჩანს ეს საქმე კარგად შეისწავლა ხულოში მცხოვრებმა ჟუჟუნა ქედელიძემ, რომელმაც შემოსავლის წყარო სოფლის პროდუქტებზე მეტად დეკორატიული ყვავულების გამრავლებაში იპოვა.

 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში