ტარიელ ფუტკარაძის მემორიალური დაფა გაიხსნა

27 მაისი 2021, 19:52 1957 ნახვა

პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე დღეს, ქუთაისში კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მისი მემორიალური დაფა გახსნეს. საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი და დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერი, იყო ბათუმის პრეფექტი და ქვეყანაში ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის ორგანიზატორი აჭარაში. მის სახელს უკავშირდება ენათმეცნიერული ხასიათის 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და პუბლიცისტური წერილები. ტარიელ ფუტკარაძე ხელმძღვანელობდა დიალექტოლოგიურ ექსპედიციებს: აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, სვანეთში, ლეჩხუმში, სამეგრელოში, ხევსურეთში, იმერხევსა და ტაოში.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში