11 წლის შემდეგ ''რუსთავი'' საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ჩემპიონია

27 მაისი 2021, 21:16 1279 ნახვა

11 წლიანი პაუზის შემდეგ საკალათბურთო კლუბი "რუსთავი" საქართველოს სუპერლიგის ჩემპიონი გახდა. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა "რუსთავმა" ფინალურ სერიაში ცხუმ-აფხაზეთის დიდი უპირატესობით სერია 3:0 მოუგო და ისტორიაში მეექვსედ საქართველოს ჩემპიონობა იზეიმა.

ფინალური სერიის მესამე მატჩამდე ქვემო ქართლელები კომფორტული უპირატესობით 2:0ს იგებდნენ. მესამე დაპირისპირება თბილისში გაიმართა და "რუსთავმა" 94:88 გაიმარჯვა.

გადამწყვეტ მატჩში "რუსთავიდან" 30 ქულით მალიკ უაითი გამოირჩა. მაიკლ დევისმა 21 ქულა, 13 მოხსნა და 6 გადაცემა მიითვალა .

"ცხუმ-აფხაზეთში" კი ბათუმელ ალექსანდრე ფევაძეს 22 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში