სოფელ გუმათში სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა

27 მაისი 2021, 21:45 1158 ნახვა

სოფელ გუმათში, სადაც რკინის ბარიკადებია აღმართული, ხმაური და დაპირისპირებაა. აქციის მონაწილეები რკინის ბარიკადების მიღმა გადასვლას ცდილობენ. თუმცა მათ ამის საშუალებას სამართალდამცავები არ აძლევენ.

ისინი რკინის ბარიკადებზე ხელებს ურტყამენ და პროტესტს ამ ფორმით გამოხატავენ.

აქციის მონაწილეების თქმით, პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში