პირველ რიგში ჩვენი მოთხოვნა არის, რომ ეს სამარცხვინო ბარიკადი აიღონ - ვარლამ გოლეთიანი

27 მაისი 2021, 22:18 1277 ნახვა

ჰესი აბსოლუტურად მეასეხარისხოვანია იქ, სადაც ბარიკადია და არ გვეძლევა სახლში წასვლის საშუალება - ამის შესახებ "რიონის ხეობის მცველების" წარმომადგენელმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

"სახლების მიმართულებით წასვლას ვცდილობთ მეტი არაფერი. პირველ რიგში ჩვენი მოთხოვნა არის, რომ ეს სამარცხვინო ბარიკადი აიღონ. ეს არის რეპრესიების სიმბოლო დამოუკიდებელ საქართველოში. ეს სამარცხვინო ბარიკადი, რომელიც სახლში წასვლაში გვიშლის ხელს თითოეულ ჩვენგან. ამაზე მეტი არ შეიძლება რამე ხდებოდეს, ვიდრე ეს არის, ჰესი აქ აბსოლუტურად მეასეხარისხოვანია, სადაც ეს ბარიკადია და არ გვეძლევა საშუალება, რომ სახლებში წავიდეთ. აქ არ არის საუბარი იმაზე, ხომ არ ვიჭრებით სადმე, რამეს ხომ არ ვაზიანებთ? 214 დღეა, ვართ ხეობაში და არაფერი არ დაგვიზიანებია. არსად არ შევჭრილვართ, გვინდა გადავადგილდეთ, გზაზე ხედავთ ბარიკადებს. ეს პროცესი ასე გაგრძელდება და ვნახოთ ვინ ვის გადატეხავს საბოლოო ჯამში“, 

მისივე თქმით, სამართალდამცავებმა ორი ადამიანი დააკავეს

"ორი ადამიანი დააკავეს. დაკავება მოხდა ზოგადად მიწოლის პროცესში. ბოლო პერიოდი მე ვაკეთებ მოწოდებას, რომ დავიხიოთ უკან, რადგან ქალები იყვენ აქ და შესაძლებელია ვინმეს საფრთხე შექმნოდა. ჩვენ არ ვცდილობთ ფიზიკურ დაპირისპირებაში შევიდეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გულხელდაკრეფილები ვიდგებით და არ გავაკეთებთ არაფერს. იმისთვის , რომ ერთხელ და სამუდამოდ შევძლოთ გადასვლა ამ ბარიკადის მეორე მხარეს, ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობიან ფორმაში“ , - განაცხადა გოლეთიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში