ბათუმის დელფინარიუმში წარმოდგენები ორშაბათის გარდა ყოველდღიურად ტარდება - ბათუმის მერია

28 მაისი 2021, 10:37 1061 ნახვა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, დელფინარიუმში წარმოდგენები ორშაბათის გარდა ყოველდღიურად, ხოლო შაბათ-კვირას, დღეში ორჯერ იმართება.

მათივე განცხადებით, წარმოდგენები დადგენილი რეგულაციების შესაბამისად ნებისმიერ ამინდში ტარდება და შოუებზე დამსწრეთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება. 

მერიაში განმარტავენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, განხორციელდება წარმოდგენების დამატება.

დელფინარიუმში დასასწრებად ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში. ამასთან, დელფინარიუმში 9 თვის განმავლობაში, ფასდაკლების აქცია მოქმედებს, რომლითაც სარგებლობა საქართველოში რეგისტრირებულ ყველა სასწავლო დაწესებულებას შეუძლია.

პანდემიიდან გამომდინარე წელს დელფინებთან ცურვის სერვისი შეჩერებულია.

"წარმოდგენებზე ვიზიტორთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება, რაც განაპირობებს შოუპროგრამების რაოდენობის ზრდასაც. ტურისტების მატებასთან დაკავშირებით მოლოდინები საკმაოდ დადებითი გვაქვს, შეიმჩნევა პოზიტიური ტენდეციები, ივნისიდან კი, უფრო მეტი უცხოური ავიაკომპანია შეასრულებს ფრენებს ბათუმის მიმართულებით. ჩვენს ქალაქში ზაფხულის სეზონის უსაფრთხოდ ჩატარებისთვის ტურისტული სექტორი უკვე მზად არის. მნიშვნელოვანია, რომ დაიწყო ვაქცინაციის პროცესი, რაც იმედს გვაძლევს, რომ სწრაფად და უსაფრთხოდ აღდგება ტურიზმის ინდუსტრია"-განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

რაც შეეხება ბათუმის აკვარიუმს, დამთვალიერებლებს ყოველდღიურად შეუძლიათ სტუმრობა. 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის შესვლა უფასოა.წელს, აგვისტოში, ბათუმის აკვარიუმი 55 წლის იუბილეს აღნიშნავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში