აჭარაში ტურისტული სეზონი 15 ივნისს გაიხსნება 

28 მაისი 2021, 11:35 948 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, მიმდინარეობს მზადება და რეგიონში ტურისტული სეზონი 15 ივნისს გაიხსნება. თორნიკე რიჟვაძის თქმით, პირველი ივნისიდან იხსნება სახმელეთო საზღვრებიც, რაც აჭარაში ტურიზმის სწრაფი აღდგენის საშუალებას იძლევა. 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებსაც შესაძლებლობა ექნებათ მეზობელ სახელმწიფოში მოწვევის გარეშე გადავიდნენ. 

მისივე განმარტებით,  გაზრდილია ვიზიტორთა ნაკადები აეროპორტებში. კვირის განმავლობაში  60-მდე რეგულარული რეისი სრულდება. 

''რაც შეეხება გასული თვის მონაცემებს, მხოლოდ აეროპორტების ნაკადების ნაწილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნაკადები 60% არის გაზრდილი. ეს არის საკმაოდ პოზიტიური დინამიკა, თუმცა ჩვენ გვმართებს, რომ ტურისტული სეზონისთვის აქტიურად მოვემზადოთ. ამიტომ ყველა შესაბამის უწყებას მინდა ვთხოვო მაქსიმალურად მოემზადოს. იქნება ეს ტურისტული ატრაქციები თუ ზოგადად ქალაქის ინფრასტრუქტურა.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალაქის მომზადება იმ მზარდი ნაკადებისთვის, რომელიც აუცილებლად იქნება მიმდინარე სეზონზე. 

მინდა ვთხოვო, როგორც ტურიზმის დეპარტამენტს, ასევე  სხვა უწყებებსაც, 15 ივნისისთვის სეზონი გავხსნათ. 

ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს მაქსიმალური სიფრთხილით და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის დაცვით, რომ ეკონომიკასთან ერთად შევინარჩუნოთ სტაბილური ეპიდვითარება.

ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც დაგეგმილი იყო მიმდინარეობს, ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად არ შეჩერებულა და საკმაოდ პოზიტიური პროგრესი გვაქვს  ყველა მიმართულებით. კიდევ უფრო სწრაფი ტემპით მოხდება მისი შესრულება'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში