ICAO ''რაინეარის'' თვითმფრინავის იძულებით დაშვების ინციდენტს გამოიძიებს

28 მაისი 2021, 09:19 987 ნახვა

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ''icao'' ბელარუსის ხელისუფლების მიერ „რაინეარის“ თვითმფრინავის იძულებით დაშვების ინციდენტს გამოიძიებს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ორგანიზაციის გადაწყვეტილებას უკვე მიესალმენ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა  და ირლანდიის ტრანსპორტის მინისტრები. გამოძიებაში ჩართვაზე უარი თქვეს რუსეთმა და ჩინეთმა.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გამოძიების პირველი შედეგები 25 ივნისს უნდა გახდეს ცნობილი. ირლანდიური ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა, 23 მაისს იძულებით დაეშვა მინსკში, სადაც პოლიციამ ბელარუსი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი და მისი თანმხლები სოფია საპეგა დააკავა. მომხდარს დასავლეთმა „სახელმწიფოს მხარდაჭერილი მეკობრეობა“ უწოდა.

ბელარუსის ხელისუფლება ბრალდებას უარყოფს და ამტკიცებს, რომ თვითმფრინავი დანაღმული იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში