„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქცია

28 მაისი 2021, 10:45 940 ნახვა

რიონის ხეობის მცველები უკან დახევას არ აპირებენ.  დღეს ისინი გეგმავენ შეამოწმონ შეაჩერა თუ არა კომპანია ენკამ სამუშაოები. გვიან ღამით კი  სოფელ გუმათში ისევ ხმაური იყო.  სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.    

გუშინ აქციის მონაწილეებმა ხელებაწეულებმა გადაწყვიტეს ნამახვანჰესის მიმართულებით გადაადგილება. პოლიციამ მათ ბარიკადებს მიღმა შესვლის საშუალება არ მისცა და შესასვლელი დამატებითი რკინის ჯებირით გაამაგრა. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის იყო შეხლა-შემოხლა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ფიზიკური დაზიანებები მიიღეს მედიის წარმომადგენლებმაც.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე კი  შეუძლოდ გახდა.  ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. პროტესტის მონაწილეები  პოლიციას ძალის გადამეტებაში ადანაშაულებდნენ.  აცხადებდნენ, რომ მათი ქმედება მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს არ გასცდენია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში