აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მხარეებს ინციდენტის სასწრაფოდ და მშვიდობიანად მოგვარებისკენ მოუწოდებს

28 მაისი 2021, 09:47 739 ნახვა

შეერთებული შტატები შეშფოთებულია ბოლო დროს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის გასწვრივ განვითარებული მოვლენებით, მათ შორის, აზერბაიჯანის მიერ რამდენიმე სომეხი ჯარისკაცის დაკავებით.

სახელმწიფო დეპარტამენტი მხარეებს ინციდენტის სასწრაფოდ და მშვიდობიანად მოგვარებისკენ მოუწოდებს.

ამასთან, შეერთებული შტატები სომხეთისა და აზერბაიჯანის საერთაშორისო საზღვრის არადემარკირებული ტერიტორიების გასწვრივ ნებისმიერ გადაადგილებას პროვოკაციულად მიიჩნევს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში