ბათუმის მიმართულებით ფრენების რაოდენობა იზრდება - ტურიზმის დეპარტამენტი

28 მაისი 2021, 16:32 1752 ნახვა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, იზრდება ფრენების რაოდენობა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში.

ივნისიდან რეგულარულ ფრენებს იწყებს ავიაკომპანიები LOT Polish Airlines „ვარშავა - ბათუმი - ვარშავა“, Ukraine International Airlines „კიევი - ბათუმი - კიევი“, ასევე Fly Dubai „დუბაი-ბათუმი-დუბაი“ და Air Arabia „შარჟა-ბათუმი-შარჟა“.

უწყების ცნობით, მაისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კვირაში საშუალოდ 25-მდე ავიარეისი ხორციელდება ისრაელიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, ყახახეთიდან, საუდის არაბეთიდან და თურქეთიდან.

პირველი ივნისიდან სახმელეთო საზღვრებიც იხსნება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში