პროტესტი „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ

28 მაისი 2021, 17:47 969 ნახვა

ნამახვანჰესის საპროტესტო აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი  ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო. 8 აქტივისტს პოლიციელებისთვის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. ამის პარალელურად მშენებლობის შეჩერების მოთხოვნის პროტესტი გრძელდება, რიონის ხეობის მცველები უკან დახევას არ აპირებენ.  პოლიტიკოსების ნაწილი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ნამახვანჰესი უნდა აშენდეს. ვარლამ გოლეთიანი , რომელიც საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მონაწილეა, მიიჩნევს, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია მათ წინააღმდეგ გაერთიანდა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში