სტოლტენბერგი თვითმფრინავის გატაცების საქმეში რუსეთის მონაწილეობას არ გამორიცხავს

28 მაისი 2021, 18:23 1218 ნახვა

ნატოს გენერალური მდივანი ვარაუდობს, რომ რუსეთი ბელარუსის მიერ რაინეარის თვითმფრინავის გატაცებაში მონაწილეობდა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია სქაი-ნიუსთან ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენ ვიცით, რომ რუსეთსა და ბელარუსს მჭიდრო ურთიერთობები აქვთ და ამიტომ რთული დასაჯერებელია, რომ ბელარუსის რეჟიმს რამე მსგავსის გაკეთება რუსეთთან კოორდინაციის გარეშე შეეძლო", - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში