აქცია ნამახვანჰესზე

28 მაისი 2021, 20:02 1483 ნახვა

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე გუმათში წუხელ დაკავებული 8 აქტივისტი სასამართლომ გაათავისუფლა. სასამართლო პროცესი 4 ივნისამდე გადაიდო, ვინაიდან ბრალდების მხარემ მტკიცებულებები უნდა წარადგინოს. გუმათჰესის მიმდებარედ კი პროტესტი გრძელდება და „რიონის ხეობის მცველები“ ხმაურის აქციას დღეს საღამოსაც აანონსებენ.  

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციებს აფასებენ  პოლიტიკოსები. ფრაქციაში „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის“ ფიქრობენ, რომ  ჰესი უნდა აშენდეს, თუმცა ევროპული სტანდარტების და რიონის მცველებისთვის  დეტალების გასაცნობად საპარლამენტო დისკუსიისია უნდა მოეწყოს. დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნა მოითხოვა ანა დოლიძემაც.

პარტია " ხალხისთვის " ლიდერმა საკითხის განსახილველად პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა. "რიონის მცველები" კი ამბობენ, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება მათ წინააღმდეგ გაერთიანდა. ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ჰესის მშენებლობის საკითხის განხილვას მნიშვნელობა არ აქვს,  რადგან ხეობის მკვიდრები კომპანიას კაშხლის მშენებლობის გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში