პროტესტი „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ

29 მაისი 2021, 12:40 874 ნახვა

ნამახვანჰესის მშენებლობის საპროტესტო აქცია კვლავ ხმაურით გაგრძელდა გვიან ღამით. აქციის მონაწილეებმა ჰესის მიმართულებით გადაადგილება სცადეს, თუმცა გუმათთან განთავსებულ რკინის ბარიკადებს მიღმა დემონსტრანტებს პოლიციამ  გადაადგილების საშუალება არ მისცა.

მანამდე ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განცხადება გააკეთა, აღნიშნა, რომ აუდიტის საშუალებით მალე დაფინანსების წყაროებს გაასაჯაროვებენ. გოლეთიანმა თქვა ისიც, რომ ბოლო პერიოდში აქტივისტების დისკრედიტაციის მცდელობა ხდება და ისინი ყველა პოლიტიკურ ძალას ემიჯნებიან. აქციის მონაწილეები ხმაურს  რკინის ჯებირებზე  დარტყმით რამდენიმე საათის განმავლობაში იწვევდნენ.

მათი ერთადერთი უცვლელი მოთხოვნაა, რიონის ხეობაში არ აშენდეს ნამახვანჰესი. „რიონის ხეობის მცველები“ უკვე 216-ე დღეა ამ მოთხოვნით გაერთიანდნენ და კომპანიისთვის ხელის შესაშლელად უკვე სამი დღეა ხმაურიან აქციებს მართავენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში