საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების მედლით 3 პოლიციელი დააჯილდოვა 

31 მაისი 2021, 11:56 960 ნახვა

დღეს საქართველოში პოლიციელის პროფესიულ დღეს აღნიშნავენ. თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა 3 პოლიციელი: პოლიციის კაპიტანი ეკა ბუცხრიკიძე, პოლიციის ლეიტერნატი ანი ნაცარაშვილი და პოლიციის მაიორი გვანცა გოგავა, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები ოჯახური, ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლაში.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქართულ სახელმწიფოსთან და საზოგადოებასთან ერთად, ქართული პოლიციაც დაადგა ევროპისკენ მიმავალ გზას.

ვამაყობ ქართული პოლიციის პროფესიონალიზმით. მოხარული ვარ, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე ღირსების მედლით ვაჯილდოვებ სამ ახალგაზრდა პოლიციელს, ახალგაზრდა ქალს, ეკა ბუწკირიძეს, ანი ნაცარაშვილსა და გვანცა გოგავას.

ვისურვებ, რომ თქვენნაირი, ძალიან ბევრი პროფესიონალი კიდევ გაიზარდოს და ემსახუროს ქართულ პოლიციასა და ქართულ სახელმწიფოს.

ვამაყობ ქართული პოლიციით!“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დღეს დააჯილდოვეს პოლიციელები, რომლებმაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. მათ პირველი ხარისხის მედლები ვახტანგ გომელაურმა გადასცა. 

ისინი სხვადსხვა ოპერაციებში მონაწილეობდნენ, ასევე სამაშველო ოპერაციების დროს მოქალაქეების გადარჩენა შეძლეს. 

ღონისძიების ბოლოს კი შინაგან საქმეთა სამინისტროს კურსანტებმა ფიცი დადეს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში