თუ პოლიციაზე ძალადობა იქნება, სპეცდანიშნულების რაზმს რაც აქვს აღჭურვილობა გაზი, წყლის ჭავლი თუ სხვა, კანონიერი უფლება აქვთ გამოიყენოს- გომელაური რიონის ხეობაზე

31 მაისი 2021, 12:43 1050 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სპეციალური დანიშნულების რაზმს საჭიროების ან პოლიციელზე ძალადობის შემთხვევაში კანონიერი უფლება აქვს გამოყენოს მის ხელთ არსებული აღჭურვილობა, მათ შორის წყლის ჭავლი ან გაზი.

ვახტანგ გომელაურის განმარტებით, სოფელ გუმათში რკინის ჯებირები და პოლიცია იქ სიტუაციის განმუხტვის მიზნითაა განთავსებული.

მინისტრმა ვერ დააკონკრეტა კიდევ რამდენ ხანს დარჩება რიონის ხეობაში რკინის ჯებირები.

"პოლიციელები "ნამახვანჰესთან" დგანან უკვე რამდენიმე დღეა და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ არ მოხდეს იქ შეხლა-შემოხლა.

გუშინ მოხდა ასეთი ფაქტი, რომ ხელი დაარტყეს პოლიციას, ეს ძალიან ცუდია, ასეთი რაღაც არ უნდა ხდებოდეს, თუმცა ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა ნამდვილად.

რკინის ჯებირები დაგვჭირდება თუ რა დაგვჭირდება იქიდან გამომდინარე, რომ არ მოხდეს დაპირისპირება, იცით რომ ერთხელ ტექნიკა დაუწვეს კომპანიას და მოხდა დაპირისპირება. რომ შევუშვათ, მოხდება კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა და შეიძლება დაშავდნენ კიდეც მოქალაქეები.

რკინის ჯებირები და პოლიცია იქ სიტუაციას განმუხტავს.

სპეციალური დანიშნულების რაზმს რაც აქვთ აღჭურვილობა მათ შორის: წყლის ჭავლი, სპრე, გაზი, თუ საჭირო იქნება, თუ მოხდება ძალადობა პოლიციაზე, მათ კანონიერი უფლება აქვთ ყველაფერი გამოიყენონ"-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში