მესმის ზაფხულია, ცხელა და რთულია პირბადის ტარება, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის - ამირან გამყრელიძე

31 მაისი 2021, 15:04 2035 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ზღვისპირა კურორტებზე და თბილისშიც პირბადის ტარების მაჩვენებელი შემცირებულია.

ამირან გამყრელიძის თქმით, ადგილობრივი მოსახლეობა უფრო მეტად იცავს რეკომენდაციებს ვიდრე ტურისტები.

''პირბადე არის საუკეთესო საშუალება, რომელიც იცავს მოქალაქეებს ვირუსის გავრცელებისგან. მე მესმის, ზაფხულია, ცხელა და რთულია მისი ტარება, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის. უნდა დავემორჩილოთ ამ რეკომენდაციას. პირბადის გარეშე გავრცელების  რისკი ბევრად მეტი იქნება. 

ადგილობრივი მოსახლეობა უფრო ემორჩილება და იცავს რეგულაციებს, ნაკლებია ამის მიმდევრობა შემოსული ტურისტებისგან. ამიტომ ვფიქრობ, რომ შესაბამისი უწყებები, უფრო მეტად გაამკაცრებენ მონიტორინგს.

თუ გვინდა, რომ ზაფხულში არ გვქონდეს ინფიცირების ზრდა, აუცილებელია 5 რეკომენდაციის დაცვა. ესენია:  პირბადე ყველგან, დისტანცია ყველგან, სანიტარული წესრიგი ყველგან, დიდი თავშეყრებისგან თავის არიდება და ვაქცინაცია'' - განაცხადა გამყრელიძემ. 

დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა გუშინ განაცხადა, რომ აჭარაში, სანაპიროზე ტურისტები პირბადის გარეშე დადიან, რაც დაუშვებელია.

 

 

ფოტო: ბათუმის ბულვარი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში