"გურია ექსპრესის" მენეჯმენტი პროფკავშირების წარმომადგენლებს არ შეხვდა

31 მაისი 2021, 16:35 964 ნახვა

28 დღეა რაც შპს "გურია ექსპრესის" გაფიცული თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი განცხადებით, საწარმოს მენეჯმენტი მათ მოთხოვნებს არ თანხმდება და მოლაპარაკებაზე არ მოდის.

დღეს, გაფიცულ მშრომელებთან, საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი ჩამოვიდა. პეტრიაშვილის განცხადებით, ის გაფიცულ თანამშრომლებს ბოლომდე მხარს დაუჭერს.

საქართველოს პროფკავშირებმა, გაფიცულ თანამშრომლებს სიმბოლური თანხა 400-ლარი გადასცეს, იმ შრომითი განაცდურისთვის სახით.

პეტრიაშვილი თურქეთის ელჩს, ხელისუფლებას და მესამე სექტორს მოუწოდებს, ჩაერთონ და გაეცნონ გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნებს.

პროფკავშირების წევრებმა დღესვე მიმართეს საწარმოს მენეჯმენტს მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, თუმცა პასუხად უარი მიიღეს.

"არ გვსურს მოლაპარაკება და შესაბამისად შეხვედრაც არ გვინდაო. არ უნდათ შეხვედრა, მიიღებენ უფრო მწვავე პროტესტს და მიიღებენ უფრო დიდხნიანს. ზარალი ხომ მიიღეს, ახლა უფრო დიდ ზარალს მიიღებენ. ეს პროტესტი გაგრძელდება და ის ყოველ დღე უფრო და უფრო დიდ მასშტაბებს მიიღებს"- განაცხადა გიორგი დიასამიძემ.

ირაკლი პეტრიაშივილი აცხადებს, რომ გაფიცულები არ დათმობენ პოზიციებს და შაბათს მასშტაბურ აქციას აანონსებენ, რომელსაც საქართველოში მოქმედი ყველა პროფკავშირული ორგანიზაციები შეუერთდებიან.

მისივე განცხადებით, გაფიცულ თანამშრომლებს, მინერალური წყალი "ბორჯომში" დასაქმებული პირებიც უწევენ სოლიდარობას და მხარდაჭერას, რომლებიც მათ მხარდასაჭერად ჩამოვლენ.

 

 

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში