სარფიდან თურქეთში 20 203 კილოგრამი გაყინული ქათმის ხორცი დააბრუნეს - შემოსავლების სამსახური 

31 მაისი 2021, 16:58 3159 ნახვა

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სარფში თურქეთიდან 20 203 კილოგრამი გაყინული ქათმის ხორცი შემოჰქონდათ, შემოწმებისას კი აღმოჩნდა, რომ საქონლის შეფუთვის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ არსებულ მონაცემებს არ შეესაბამებოდა.

უწყების ცნობით, ტვირთი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა. 

''საბაჟო გამშვებ პუნქტზე – ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, სასაზღვრო კონტროლის პროცედურების განხორცილებისას სამართალდარღვევა გამოვლინდა.

თურქეთიდან შემოტანილმა ტვირთმა იდენტურობის შემოწმება, ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის შესაბამისად ვერ გაიარა.

საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, ტვირთი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში