საქართველოში სახმელეთო საზღვრები გაიხსნა 

01 ივნისი 2021, 09:18 3151 ნახვა

დღეიდან, 1 ივნისიდან საქართველოს სახმელეთო საზღვრები გაიხსნა. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. 

საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით, ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით და ამ შემთხვევაში, ისინი ვალდებული იქნებიან, მესამე დღეს განმეორებით ჩაიტარონ PCR-ტესტირება.

დღიდან იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს და რეზიდენტებს საქართველოს საზღვრის კვეთა ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით შეუძლიათ, ემატება კანადა, იაპონია, ქუვეითი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, მოლდოვა, ომანი.

კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოს 2020 წლის მარტიდან შეწყვეტილი ჰქონდა რეგულარული ავიამიმოსვლაც, რომლის ეტპობრივად აღდგენა 2020 წლის ზაფხულში დაიწყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში