ბათუმში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები საზაფხულო თეატრთან გაიმართება

01 ივნისი 2021, 10:06 1253 ნახვა

პირველ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

თარიღთან დაკავშირებით ბათუმის მერიამ რამდენიმე ღონისძიება დაგეგმა. 

ბულვარში, საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე აქტივობები 12 საათიდან დაიწყება და დღის ბოლოს კონცერტით დასრულდება. 

გალა კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა საბავშვო სტუდიები, ქორეოგრაფიული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები. 

  თბილისში, ღონისძიებები ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მზიურის პარკში გაიმართება.

თბილისის მერიის ცნობით, აქტივობები რამდენიმე ლოკაციაზე 16:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში გაიმართება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში