საქართველოში კორონავირუსის 1233 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 31 პაციენტი

01 ივნისი 2021, 10:56 779 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 1 233  ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსი დაამარცხა კიდევ 1 002-მა პაციენტმა, გარდაიცვალა - 31.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 32 930 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 831, „პისიარ“ ტესტით – 10 099.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,74%, ბოლო 14 დღის – 3,3%, ბოლო 7 დღის – 2,71%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 233 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 676 შემთხვევა, აჭარა – 102, იმერეთი – 126, ქვემო ქართლი – 66, შიდა ქართლი – 65, გურია – 28, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 89, კახეთი – 43, მცხეთა-მთიანეთი – 21, სამცხე-ჯავახეთი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 345 196 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 328 620 გამოჯანმრთელდა, 4 804 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 143 970 ადამიანი, დღიურად აცრილია 5 056.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში