სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებში ინფიცირების შემთხვევები იყო, თუმცა ერთეული - თამარ გაბუნია 

01 ივნისი 2021, 11:35 1086 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით აცრილი პირების ინფიცირების შემთხვევები იყო, თუმცა ერთეული. 

თამარ გაბუნია ამბობს, რომ ''ინდური შტამის'' ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა. 

''ორი დოზით აცრილებში ინფიცირების შემთხვევები იყო ერთეული, თუ ზუსტად მახსოვს 0,02%. რაც შეეხება ''ინდურ შტამს'' მხოლოდ 5 შემთხვევა გამოვლინდა და მას შემდეგ არ ყოფილა ფაქტი. ყველა შემთხვევასთან დაკავშირებით ჩატარებულია ამომწურავი ეპიდემიოლოგიური კვლევა'' - განაცხადა გაბუნიამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში