დიდი ოდენობით გადასახადის თავის არიდების ფაქტი

01 ივნისი 2021, 09:53 932 ნახვა

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთერთი კომპანიის ხელმძღვანელი, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა შემოსავლების არასწორ დეკლარირებას,   რითაც თავს არიდებდა   გადასახადების გადახდას.

საგადასახადო შემოწმების შედეგად, გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 194 886 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 129 854 ლარის ოდენობით.

კომპანიას ქონება  დაუყადაღდება და მიყენებული ზიანის ბიუჯეტის სასარგებლოდ იძულების წესით ამოღების პროცედურები დაიწყება. 

დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში