რა გახდა ხელვაჩაურის სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომლების მოწამვლის მიზეზი?

01 ივნისი 2021, 12:06 1868 ნახვა

ხელვაჩაურის სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომელთა ინტოქსიკაციის გამო ორ ობიექტს ამოწმებენ. სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა საკვებთან ერთად სინჯები სასმელი წყლიდანაც აიღეს. მოწამლული 45 თანამშრომლიდან ნაწილმა კლინიკა უკვე დატოვა.

სამკერვალო ფაბრიკის ადმინისტრაცია თანამშრომლების მოწამვლის ფაქტზე პასუხისმგებლობას საკვების მიმწოდებელ კომპანიას აკისრებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში