ომბუდსმენის მოწოდება ეკონომიკის სამინისტროს

01 ივნისი 2021, 13:33 877 ნახვა

სახალხო დამცველი ეკონომიკის სამინისტროს მოუწოდებს, როგორც მედიატორი, ჩაერთოს შუქრუთის მოსახლეობასა და კომპანია ჯორჯიან მანგანეზთან მოლაპარაკების პროცესში. ომბუდსმენი აცხადებს, რომ აგრძელებს საქმის შესწავლას ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებით ჭრილში, ასევე შეკრების ერთ-ერთი მონაწილის მიმართ შესაძლო ზეწოლის ფაქტზე. 

ნინო ლომჯარია წერს, რომ პირველივე დღეებიდან ადევნებს თვალს ჭიათურის სოფელ შუქრუთში მიმდინარე მოვლენებს, სადაც მოსახლეობა შპს ჯორჯიან მანგანეზის მადნის მოპოვებითი სამუშაოების შედეგად დაზიანებული საკუთრების სანაცვლოდ, სამართლიან კომპენსაციებს ითხოვს.

დაზარალებულები ასევე, პროცესში სახელმწიფოს ჩართვას ითხოვენ. როგორც ამბობენ, სახალხო დამცველის წარმომადგენლები ადგილზე შეხვდნენ აქციის მონაწილეებს და მათი მოთხოვნები მოისმინეს. ასევე, აქვთ მუდმივი კონტაქტი აქციის ორგანიზატორებთან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში