დაპირისპირება აფრიკის კავშირის პარლამენტის სხდომაზე

01 ივნისი 2021, 12:51 705 ნახვა

აფრიკის კავშირის პარლამენტის სხდომაზე მასობრივი ჩხუბი მოხდა. კონფლიქტის მიზეზი ახალი თავმჯდომარის კენჭისყრის პროცედურა იყო, რომელიც დეპუტატების ნაწილმა უსამართლოდ მიიჩნია. ერთ-ერთი რეგიონის წარმომადგენლებმა საარჩევნო ყუთის წაღება სცადეს, მაგრამ ოპონენტებმა ამის საშუალება არ მისცეს.

მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც ფიზიკურში გადაიზარდა. ერთ-ერთმა დეპუტატმა პოლიცია გამოიძახა. სხდომა გადაიდო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში