თურქეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დაიწყო

01 ივნისი 2021, 16:53 827 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ სახელმწიფო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო.  პრესსამსახურის ცნობით, ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დაწყებამდე, ირაკლი ღარიბაშვილი მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმს მოინახულებს და მის საფლავს გვირგვინით შეამკობს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში