ყველაზე დახურული საჯარო უწყებები - IDFI-ს კვლევა

01 ივნისი 2021, 18:32 1016 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაცია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა 2020 წელს ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და მთლიანად იუსტიციის სამინისტროს სისტემა შეაფასა. ამ უწყებების გარდა, კიდევ 13 დაწესებულება აღმოჩნდა ისეთი, რომელმაც ორგანიზაციის ყველა მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა. კვლევის თანახმად, რომელიც 2020 წლის მონაცემებს მოიცავს, 285 საჯარო დაწესებულებაში გაგზავნილი 6 258 მოთხოვნიდან ორგანიზაციამ პასუხი მიიღო 5 000 განცხადებაზე. როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, საჯარო დაწესებულებების დიდმა ნაწილმა უპასუხოდ დატოვა ან უარი განაცხადა მრჩევლის, ექსპერტის და კონსულტანტის პოზიციებზე დასაქმებული პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებების მოწოდებაზე. რიგით მეორე, ყველაზე დახურული ინფორმაცია დაკავშირებული იყო თანამდებობის პირებზე განპიროვნებული ავტომობილების მიერ გავლილი კილომეტრაჟის და საშუალო წვის მაჩვენებლებთან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში