თურქეთი კოვიდშეზრუდვებს ამსუბუქებს

01 ივნისი 2021, 18:56 991 ნახვა

თურქეთში  დღეიდან რესტორნები, კაფე-ბარები გაიხსნა, ნებადართულია ქორწილების ჩატარება, სახლიდან გასვლის აკრძალვა კი ძალაში მხოლოდ კვირაობით დარჩა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. ივნისის განმავლობაში "კომენდანტის საათი" სამუშაო დღეებში და შაბათობით 22.00-დან 05.00 საათამდე იმოქმედებს. თურქეთის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანამ საკუთარი ვაქცინის შემუშავებაში წარმატებას მიაღწია, თუმცა პროცესი ჯერ არ დასრულებულა. მან იმედი გამოთქვა, რომ ეს წლის ბოლომდე მოხდება. ბოლო მონაცემებით, 85 მილიონიან ქვეყანაში, დაახლოებით 12 მილიონზე მეტი  ადამიანია სრულად აცრილი. ვაქცინის პირველი დოზა 16 მილიონ 600 ათასმა ადამიანმა მიიღო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში