შეიარაღებული თავდასხმა უგანდაში

01 ივნისი 2021, 18:57 844 ნახვა

უგანდის ტრანსპორტის მინისტრისა და ქვეყნის არმიის ყოფილი მეთაურის, კატუმბა ვამალას ავტომობილს თავს შეიარაღებული პირები დაესხნენ. თვითმხილველთა განცხადებით, ავტომობილის მიმართულებით ცეცხლი მოტოციკლით მოძრავმა შეიარაღებულმა პირებმა გახსნეს. მინისტრის ქალიშვილი და მძღოლი დაიღუპნენ. შემთხვევა დედაქალაქ კამპალაში  მოხდა. მძიმედ დაჭრილი მინისტრი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ბოლო რამდენიმე წელია, უგანდაში მოტოციკლებით მოძრავი  შეიარაღებული პირები თანამდებობის პირებს ხშირად ესხმიან თავს. მსგავსმა ინციდენტებმა  რამდენიმე პოლიტიკოსი, მოსამართლე და  მუსლიმი სასულიერო პირი იმსხვერპლა. საქმეები დღემდე გამოუძიებელია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში