ჯანმო-ს გადაწყვეტილება

01 ივნისი 2021, 18:58 1010 ნახვა

კორონავირუსის ვარიანტებს ამიერიდან ბერძნული ანბანის ასოებით მოიხსენებენ, რათა იმ ქვეყნების სტიგმატიზაციის თავიდან აცილება მოხდეს, სადაც ისინი პირველად აღმოაჩინეს,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს. კორონავირუსის ოთხ ვარიანტს, რომლებიც პირველად გაერთიანებულ სამეფოში, სამხრეთ აფრიკაში, ბრაზილიასა და ინდოეთში დაფიქსირდა, აღმოჩენის თანმიმდევრობის მიხედვით ეწოდათ : „ალფა“, „ბეტა“, „გამა“ და „დელტა“ ვარიანტები. ჯანმო-ს წარმომადგენელი მარია ვან კერხოვე განმარტავს, რომ აღნიშნული დასახელებები არ ჩაანაცვლებს კორონავირუსის ვარიანტების სამეცნიერო სახელებს, რომლებიც მნიშვნელოვანი სამეცნიერო ინფორმაციის მატარებლებია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში