რა შემთხვევაში არ გამოიყენება საკარანტინო ზომები საქართველოდან თურქეთის მიმართულებით საზღვრის კვეთისას - საელჩოს განმარტება

01 ივნისი 2021, 22:18 3983 ნახვა

საქართველოში თურქეთის საელჩო თურქეთის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით საზღვრის კვეთის წესებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, საქართველოდან თურქეთის მიმართულებით საზღვრის კვეთისას საკარანტინო ზომები არ გამოიყენება იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც:

  • საზღვრის კვეთამდე სულ მცირე 14 დღით ადრე ექნებათ ჩატარებული ვაქცინაცია ან/და წარადგენენ ოფიციალურ დოკუმენტს, რომ კოვიდი გადატანილი აქვთ ბოლო 6 თვის განმავლობაში.
  •  ამ შემთხვევაში მათ არ მოეთხოვებათ "პისიარ" ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენაც.

 საელჩოს განმარტებით, პირები რომლებიც თურქეთის საზღვრის კვეთისას ვერ წარადგენენ ვაქცინაციის მოწმობას ან „კოვიდ-19“-ის გადატანის შესახებ ოფიციალურ დოკუმენტს, გავრცელდება შემდეგი წესები:

  • აღნიშნულმა პირებმა უნდა წარადგინონ საზღვრის კვეთამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხი, ან საზღვრის კვეთამდე ბოლო 48 საათში ჩატარებული ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი.

თურქეთის ტერიტორიაზე შესული ვიზიტორები, მათი დანიშნულების ადგილის მიხედვით, შეიძლება, დაექვემდებარონ შერჩევით (Sampling) "პისიარ“ ტესტირებას, რომელსაც ჩაატარებს ჯანმრთელობის სამინისტრო.

ამ შემთხვევაში, ვიზიტორები ჩააბარებენ ტესტის მასალას, რის შემდეგაც მათ მიეცემათ დანიშნულების ადგილას გამგზავრების უფლება. თუ ტესტის პასუხი პოზიტიური აღმოჩნდება, ჯანდაცვის სამინისტრო „კოვიდ-19“ რეგულაციების შესაბამისად უზრუნველყოფს მათ მკურნალობას.

  • ტესტის დადებითი შედეგების მქონე პირებთან მჭიდრო კონტაქტში მყოფები დაექვემდებარებიან 14-დღიან კარანტინს მათ მიერ მითითებულ მისამართებზე. კარანტინი დასრულდება იმ შემთხვევაში, თუ მეათე დღის ბოლოს ჩატარებული „პისიარ“ ტესტის პასუხი იქნება ნეგატიური.

იმ პირების საკარანტინო პერიოდი, რომლებსაც დაუდასტურდებათ, რომ არიან B.1.617 მუტანტის მატარებლები, დასრულდება მე-14 დღის ბოლოს ჩატარებული "პისიარ" ტესტის ნეგატიური პასუხის საფუძველზე.

თვითმფრინავის /გემის ეკიპაჟის წევრები, საკვანძო პოზიციის მეზღვაურები და სატვირთო მანქანების მძღოლები თავისუფლდებიან SARS-CoV-2 PCR ტესტირებისა და კარანტინისგან.

 დაწესებული შეზღუდვების გამო, საბაჟო პუნქტი 10:00-დან 20:00-საათამდე მუშაობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში