ბათუმში 6000 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება 

02 ივნისი 2021, 10:32 2914 ნახვა

ბათუმში 6000 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. ''სოკარ ჯორჯია გაზის'' წარმომადგენლების განცხადებით, მიზეზი ავარიული დაზიანებაა. 

გაზი არ მიეწოდება ძირითადად ბაგრატიონისა და ჯავახიშვილის ქუჩის მოსახლეობას. აღნიშნულ ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების დროს ტრაქტორმა მილი დააზიანა. 

ვახტანგ ბერიშვილის ინფორმაციით, ჯგუფები შემთხვევის ადგილას მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და ხარვეზი აღმოფხვრილია. მოქალაქეებს კი ბუნებრივი აირის მიწოდება დაახლოებით 14:00 საათიდან ეტაპობრივად აღუდგებათ. 

''ავარიული დაზიანების გამო აბონენტები გავაფრთხილეთ და მოკლე ტექსტური შეტყობინებები გავუგზავნეთ. ბუნებრივი აირის ჩართვამდე კიდევ ერთხელ მოხდება გაფრთხილება, რომ დაიცვან უსაფრთხოების ზომები'' - განაცხადა სოკარ ჯორჯია გაზი-აჭარა რეგიონალური ოფისის დირექტორმა. 

აბონენტებს გაზის მიწოდება გუშინ ღამით შეუწყდათ. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში