ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში შეზღუდვები მკაცრდება

02 ივნისი 2021, 09:30 538 ნახვა

ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების დაფიქსირების გამო შეზღუდვები მკაცრდება. მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 10 ახალი ლოკალური შემთხვევა გამოვლინდა და ათივე გუანდუნის პროვინციაში დაფიქსირდა, აქედან შვიდი პროვინციის დედაქალაქში სამი კი - ახლომდებარე ქალაქ ფოშანში.

21 მაისიდან 1 ივნისამდე პერიოდში საერთო ჯამში, ინფიცირების 47 შემთხვევა დადასტურდა. აღნიშნულ ქალაქებში ზოგიერთ დასახლებულ ტერიტორიაზე მოქალაქეებს საკუთარ სახლებში კარანტინში ყოფნა ევალებათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში