ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბათუმელი სპორტსმენები პატიმრობაში დატოვა

02 ივნისი 2021, 21:48 1816 ნახვა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ბათუმელი სპორტსმენები ძმები ფირუზ და რეზო წულუკიძეები, თამაზ და თორნიკე ჭელიძეები, ირაკლი და გელა ჭელიძეები და ელდარ ანთაძე პატიმრობაში დატოვა.

აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე სასამართლომ დღეს იმსჯელა. ადვოკატები დაკავებულებისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ.

ხმაური მოყვა ბრალდებულების სასამართლოს შენობიდან გაყვანას. მათი მხარდამჭერები საბადრაგო სამსახურს დაკავებულების გაყვანის საშუალებას არ აძლევდნენ, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.

ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში