სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ

03 ივნისი 2021, 09:59 793 ნახვა

ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი ცხინვალის რეგიონთან, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ჩავიდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სენატორებს ადმინისტრაციული საზღვრის ხაზთან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში მარეკ შჩიგელი დახვდა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, პირველი გაჩერება სოფელ ნიქოზში იყო.

„სენატორ ჯინ შაჰინსა და სენატორ რობ პორტმანს მიაწოდეს ინფორმაცია ადგილზე შექმნილ უსაფრთხოების სტუაციასთან დაკავშირებით, „ბორდერიზციის“ ისეთ საქმიანობაზე ფოკუსირებით, როგორიცაა მავთულხლართები, სადამკვირვებლო პოსტების, სადაზვერვო აღჭურვილობისა და „სასაზღვრო ნიშნების“ მონტაჟი“, – ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში