შარლ მიშელი აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუწოდებს

03 ივნისი 2021, 11:04 785 ნახვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, სატელეფონო საუბარი გამართა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა. მოლაპარაკებების დროს შარლ მიშელმა ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის, კეთილდღეობისა და ორ პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას ევროკავშირისთვის.

ასევე აღნიშნა, რომ რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის არსებითად მნიშვნელოვანია აზერბაიჯანისა და სომხეთის მიერ 2020 წლის 9 ნოემბერს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული განხორციელება. მისი თქმით, ევროკავშირი მზად არის, საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის პროცესში ექსპერტული მხარდაჭერისთვის, ჰუმანიტარული დახმარების სახით უზრუნველყოფს თითქმის 20 მილიონი ევროს გამოყოფას და გააგრძელებს ჩართულობას. 

ევროკავშირი მხარეებს მოუწოდებს, სასწრაფო წესით ითანამშრომლონ დაკავებულების დაბრუნების საკითხზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში