ირაკლი მუკბანიანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

03 ივნისი 2021, 10:07 913 ნახვა

ნამახვანჰესის  წინააღმდეგ  პროტესტის  მონაწილე ირაკლი  მუკბანიანს სასამართლომ  წინასწარი  პატიმრობა  შეუფარდა. მოსამართლემ  პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა,  დაცვის მხარის არგუმენტები კი არ გაიზიარა. მუკბანიანს  გამოძიება პოლიციელზე  თავდასხმას  ედავება. უწყების ინფორმაციით, მან 29  მაისს სოფელ გუმათში აქციაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომელს.

ადვოკატის განმარტებით,  დაკავებული ბრალს არ აღიარებს, დაცვის მხარე კი  სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

მუკბანიანი სპეცოპერაციით სასაფლაოზე დააკავეს, სამართალდამცავებს რიონის ხეობის მცველები ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ.

ამბობენ, რომ მსგავსი დაკავებებით და სასამართლო გადაწყვეტილებებით ხელისუფლება ცდილობს პროტესტის მონაწილეების  დაშინებას. გუმათში  ჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები  გრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში