დააკავეს პირი, რომელიც ეკომიგრანტებისგან ქრთამს იღებდა - სუსი

03 ივნისი 2021, 13:12 852 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქრთამის აღების ფაქტზე „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს“ რეგისტრაციის უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი დააკავა. 

გამოძიების ვერსიით, ბრალდებული ეკომიგრანტებისგან თანხას იღებდა, სანაცვლოდ კი მთავრობის მიერ დადგენილი 25 000 ლარის მიღებას ჰპირდებოდა, რომლითაც ოჯახს სახლი უნდა შეეძინა. 

''გამოძიებით დგინდება, რომ სსიპ „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს“ თანამშრომელი, განსახლების საჭიროების მქონე ეკომიგრანტებისგან, სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული 25 000 ლარიანი ფულადი შემწეობის გაცემის დადებითად გადაწყვეტის სანაცვლოდ ქრთამის სახით სისტემატიურად იღებდა სხვადასხვა ოდენობის ფულად თანხას.

2021 წლის მარტში, მან წალკის რაიონში საცხოვრებელი სახლის შეძენის სანაცვლოდ მოქალაქეს გამოართვა 1 500 ლარი, ხოლო ამავე წლის მაისში ადიგენის რაიონში საცხოვრებელი სახლის შეძენის სანაცვლოდ - 2 000 ლარი'' - წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

უწყების ცნობით, იდენტიფიცირებულია სხვა შემთხვევებიც, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში