ილია მეორე უკრაინის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

03 ივნისი 2021, 13:31 890 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს თანმხლებ დელეგაციასთან ერთად უკრაინის პრემიერ-მინისტრი, ბატონი დენის შმიგალი ესტუმრა. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

"შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებული ძმური ურთიერთობებისა და მათი გაღრმავების პერსპექტივის შესახებ.

შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა. კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა სტუმრები და მშვიდობიანი და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა"- ნათქვამია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში