რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში? - პოლიტიკოსების განცხადებები

03 ივნისი 2021, 15:02 1356 ნახვა

"სანამ არ ვიხსნით ბავშვებს ტყვეობიდან, არ უნდა გავჩერდეთ"  - 6 საათზე პროკურატურასთან აქცია დაანონსდა. ორგანიზატორები ითხოვენ დაიხუროს ნინოწმინდის და მსგავსი ტიპის ბავშვთა სახლები, ასევე მიეცეს სახალხო დამცველს მონიტორინგის უფლება.

რამდენიმე წუთის წინ „ტოკ ტივიმ“  ვიდეო-მასალა გაავრცელა, რომელშიც ჩანს, რომ პანსიონატში მეუფე სპირიდონი იმყოფება. ეს საკითხი ერთერთი მთავარი თემა იყო ევროსაბჭოს დელეგაციასთან ოპოზიციის შეხვედრისას.

დეპუტატები ამბობენ, რომ ამ საკითხს სენატორებთან აუდიანციაზეც დააყენებენ. „სახელმწიფო სახელმწიფოში“ - ასე აფასებენ საპატრიარქოს ქმედებას ოპოზიციაში.

მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პარლამენტი ჩაერთო პროცესში, ბავშვთა უფლებებს კონსტიტუცია იცავს, სიმართლე კი მალე გაირკვევა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში