რა ხდება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში

03 ივნისი 2021, 19:41 1270 ნახვა

შსს-მ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. უწყება ინფორმაციას ავრცელებს ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც აღსაზრდელების მიმართ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებს უკავშირდება. უწყების ცნობით, 2016 წლიდან დღემდე აღნიშნულ პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს. გამოძიების დაწყების საფუძველი ორ შემთხვევაში სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსული წერილი, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან მიმართვა გახდა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში