ისრაელი ხელისუფლების შეცვლის მიჯნაზე

03 ივნისი 2021, 19:48 933 ნახვა

ისრაელის ოპოზიცია ახალი მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმდა. შეთანხმების შესახებ ოპოზიციური ცენტრისტული პარტიის ლიდერმა, იაირ ლაპიდმა პრეზიდენტ რუვენ რივლინს ვადის ამოწურვამდე 35 წუთით ადრე აცნობა. რუვენ რივლინმა ოპოზიციის ლიდერს შეთანხმების მიღწევა ტელეფონით მიულოცა. ლაპიდის მთავარი პარტნიორი ნაციონალისტი ნაფტალი ბენეტია, რომელმაც პრემიერ-მინისტრის პოსტი როტაციის პრინციპით პირველმა უნდა დაიკავოს. ორ წელიწადში კი, პრემიერის თანამდებობაზე ის იაირ ლაპიდმა უნდა შეცვალოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში