ჯანმო-ს განცხადება

04 ივნისი 2021, 17:27 921 ნახვა

2021 წლის ბოლომდე თითოეული ქვეყნის მოსახლეობის 30% ვაქცინირებული უნდა იყოს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა. მისი თქმით, ვაქცინაციის არარსებობა ყველა ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

"მოვუწოდებ ყველა ქვეყანას, მხარი დაუჭიროს ვაქცინაციის გლობალურ ძალისხმევებსა და სექტემბრისთვის მოსახლეობის, სულ მცირე 10 პროცენტის და წლის ბოლომდე, სულ მცირე, 30 პროცენტის აცრას. პრიორიტეტი ვაქცინაციის დროს ექიმებსა და რისკის ჯგუფის წარმომადგენლებს უნდა მიენიჭოს", - განაცხადა გებრეისუსმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში