ვაქცინაცია რეგიონში

05 ივნისი 2021, 12:35 1028 ნახვა

ამ დროის მონაცემებით ჯამში რეგიონში მხოლოდ 16 185 მოქალაქეა აცრილი. ვაქცინის დასაჯავშნად კი პირველ დოზაზე ადგილი აღარაა. მხოლოდ ასტრაზენეკას დაჯავშნაა შესაძლებელი, პრეპარატით ვაქცინაცია კი 45 წლიდან იწყება.

ასაკობრივი შეზღუდვა არ ეხება სინოვაკს და ამ დღეებში პირველ დოზებზე მხოლოდ სინოვაკზე იყო ღია რეგისტრაცია, თუმცა აჭარაში ჯავშნისთვის დღეს ყველა ფანჯარა უკვე შეივსო.

ქვეყანა ვაქცინის დამატებით დოზებს თვის მეორე ნახევარში ელოდება, მათ შორის ამერიკიდანაც, თუმცა როდის შეივსება მარაგები კონკრეტული დრო ჯერ უცნობია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში